17-19 ოქტომბერს ქალაქ ონში ჩატარდა მსოფლიოს ორგზის, სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.
შჯიბრება 1994-1995-1996 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა - 50, 55, 60, 66, 74, 84, 96, 120 კგ-ში
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა მოჭიდავეებმა ტურნირი ხუთი მედლით დაასრულეს: როლანდ ანდრიაძემ (120 კგ) და გიორგი კენჭაძემ (66 კგ) ოქროს მედლები დაისაკუთრეს, ხოლო კახა ჯელაძე (120 კგ), ედუარდ ნიკოლიშვილი (66 კგ) და გლახო ზედელაშვილი (96 კგ) მეორე ადგილს დასჯერდნენ.
ონში გამართული შეჯიბრება, რომლის მიზანს თავისუფალი ჭიდაობის პოპულარიზაცია და სპორტსმენთა შორის მეგობრული ურთიერთობების გაღვივება წარმოადგენს, ტრადიციულია და ყოველ წელს ტარდება.
<< დაბრუნება | 2014-10-21 |