ბათუმში გამართულ გ.გოგიჩაიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში 1998-1999 წლებში დაბადებულთა შორის ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა თითო-თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
გოგო მამიაური (63 კგ), პირველ ადგილზე გავიდა და ტურნირის საუკეთესო მოჭიდავის პრიზიც დაიმსახურა. ნუკრი წილოსანმა (85 კგ) მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო გიორგი აფხაზავა (35 კგ), შესაბამისად, მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
აღნიშნული სპორტსმენები ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელმა კახა დობორჯგინიძემ მოამზადა.
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელს წარმატებას და სამომავლოდ სპორტულ წინსვლას უსურვებს.
<< დაბრუნება | 2014-12-08 |