12-13 თებერვალს ირანში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრება "ტახტის თასი" გაიმართა. პირველივე დღეს საქართველოს თავისუფალმა და ბერძნულ-რომაულმა ნაკრებებმა 4 მედალი მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ტურნირის ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) გახდა, ხოლო ბექა ლომთაძემ (61 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოთარ გოგავას (57 კგ) მედლის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლდა.
ბერძენ-რომაელთაგან - ბრინჯაოს მედლები მარად აბულაძემ (66 კგ) და ირაკლი ქაჯაიამ მოიპოვეს (98 კგ), სანდრო დიხამინჯიამ (130 კგ) მედლისათვის შეხვედრა დათმო და ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა.
13 თებერვალს თავისუფალ მოჭიდავეებს შორის გამარჯვებულები 65, 70, 74 და 86 წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, ხოლო კლასიკებში - 71, 75, 80 და 85 კგ.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან ვერცხლის მედალს ჯაბა ყაველაშვილი (74 კგ) დაეუფლა, დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლამდე თითო გამარჯვება ზურაბ ერბოწონაშვილს (74 კგ) და აკო ჯაჭვაძეს (70 კგ) დააკლდათ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ტახტის თასზე" გამოსვლა ჯამში მედლით დაასრულა. ირანულ პუბლიკას ლამაზი და ეფექტური ჭიდაობით თავი ლაშა გობაძემ (80 კგ) დაამახსოვრა, რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა, ბრინჯაოს - კი რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) დაეუფლა, მედლის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება დააკლდა ზურა ცინცაძეს (80 კგ).
<< დაბრუნება | 2015-02-14 |