6-8 მარტს სოფიაში გამართულ პეტკო სილაკოვისა და ივან ილიევის სახელობის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ნაკრებმა ოთხი ოქრო მოიპოვა.
პირველ საშეჯიბრო დღეს ჩემპიონები რობერტ დინგაშვილი (50 კგ) და ტარზან მაისარაძე (74 კგ) გახდნენ.
7 მარტს გამარჯვება ირაკლი მწითურმა (86 კგ) მოიპოვა, ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდილმა სპორტსმენმა გიორგი ჩხარტიშვილმა (86 კგ) კი ბრინჯაოს მედალი აიღო.
ახალგაზრდული ტურნირის ბოლო დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ერთი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს - სამივე მათგანი ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა მოიპოვეს: 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ავთანდილ კენჭაძე გახდა, ხოლო მძიმე წონაში ბრინჯაოს მედლები როლანდ ანდრიაძემ (125 კგ) და ლაშა ჯელაძემ (125 კგ) მოიპოვეს.
<< დაბრუნება | 2015-03-09 |