საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 28-29 მარტს პოლონეთში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზეს, სადაც ერთი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონატის პირველ ევროპის ჩემპიონი ლაშა გობაძე (80 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ხვიჩა ჭითავამ (59 კგ) და კოკა კირცხალიამ (98 კგ) მოიპოვეს. ლაშა გობაძემ ფინალში სომეხი სარგის კოჩარიანი (3:2) დაამარცხა. ჭითავამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში თურქ მურატ ფირატს 55 წამში (8:0) მოუგო, კოკა კირცხალიამ კი გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანელ პეტერ ოჰლერს სძლია.
შეჯიბრების მეორე დღეს ერთადერთი ბრინჯაოს მედალი გიორგი დავითაიამ (66 კგ) მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა პირველ პაექრობაში ნორვეგიელი პაალ ერიკ გუნდერსენი დაამარცხა, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებში უკვე საკმაოდ გამოცდილ ხორვატ დომინიკ ეტლინგერთან 0:5 წააგო, მაგრამ დამამშვიდებელ ეტაპში ჩეხ მათეუშ მორბიტზერს (5:1) და მოლდოველ მაქსიმ მაულატს (1:0) მოუგო.
<< დაბრუნება | 2015-03-30 |