სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველი მოჭიდავეების 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო სერბეთიდან

ქართველი მოჭიდავეების 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო სერბეთიდან

8-10 მაისს ბელგრადში გაიმართა ლუბომირ ივანოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიდებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრების ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა.

აღნიშნულ შეჯიბრებაზე ქართველებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ტურნირის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80 კგ) გახდა, მეორე საპრიზო ადგილი სოსო ჯაბიძემ (98 კგ) დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს საჩინო დავითაია (71 კგ) და მანუჩარ ცხადაია (75 კგ) დაეუფლნენ.

ლუბომირ ივანოვიჩის სახელობის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას 14 ქვეყანა იღებდა.

 

<< დაბრუნება 2015-05-11