8-10 მაისს მინსკში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის - "გამარჯვების თასი", სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ექვსი ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები ნუგზარ წურწუმია (50 კგ), რამაზ ზოიძე (66 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ) გახდნენ. ოქროს მედლებს ასევე დაეუფლნენ ირაკლი შავაძე (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (60 კგ) და გიორგი მელია (84 კგ), ხოლო გელა ბოლქვაძემ (74 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. მეხუთე ადგილზე გავიდა 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილი, რომელმაც სომეხ მეტოქესთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
"გამარჯვების თასზე" მონაწილეობა რვა ქვეყნის ნაკრებებმა მიიღეს. გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი 74 ქულით საქართველომ დაიკავა, 59 ქულით მეორეზე უკრაინა გავიდა, ხოლო მესამესზე სომხეთი - 55 ქულით.
<< დაბრუნება | 2015-05-13 |