სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
17 მედალი იზმირიდან

17 მედალი იზმირიდან

თურქეთის ქალაქ იზმირში მაჰმუტ ატალაის და იაშარ ერკანის სახელობის ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ და კლასიკურ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებებმა ჯამში 17 მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილებიც დაიკავეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სპორტსმენებმა 9 მედალი აიღეს - გამარჯვება გოგა მამიაურმა (63 კგ) მოიპოვა, ვერცხლს თეიმურაზ ვანიშვილი (54 კგ), გიორგი ხაჩიძე (46 კგ), დემურ მეგენეიშვილმა (76 კგ) და ბექა ჭელიძე (85 კგ) დაეუფლნენ, მესამე ადგილები კი ზურაბ ურტაშვილმა (100 კგ), თორნიკე ქათამაძემ (42 კგ), ივერი ჯულაყიძემ (69 კგ) და თორნიკე კვირინაკძემ (63 კგ) დაიკავეს.

ბერძენ-რომაელთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა - ტურნირის ჩემპიონები ჯონი ხეცურიანი (58 კგ) და აივენგო რიკაძე (63 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი გიორგი შოთაძემ (46 კგ) და ნიკოლოზ ჭიკაძემ (69 კგ) დაისაკუთრეს, ხოლო ბრინჯაოს მედლები გიორგი მეფიშვილმა (46 კგ), თემურ ჩკუასელიძემ (76 კგ) და ბექა მაკარიძემ (100 კგ) აიღეს.

 

<< დაბრუნება 2015-06-03