27-28 ივნისს თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ზვიად პატარიძემ (120 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ასევე ირაკლი შავაძე (55 კგ) გახდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ვროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მთლიანობაში 7 მედლით დაასრულა და 58 ქულით გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.
ბრინჯაოს მედალი ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ნუგზარ წურწუმიამ (50 კგ), ლევან ქავჟარაძემ (60 კგ), გელა ბოლქვაძემ (74 კგ) და ნიკოლოხ კახელაშვილმა (96 კგ) მოიპოვეს.
23-24 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალებმა იასპარეზეს და 4 ბრინჯაოს მედლიც აიღეს. მესამე ადგილებზე რობერტ დინგაშვილი (50 კგ), ტარზან მაისურაძე (74 კგ), ავთანდილ კენჭაძე (66 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილი (84 კგ) გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 39 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.
<< დაბრუნება | 2015-06-29 |