1-2 ივლისს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ კობა კიკაძის აღსაზრდელმა ნიკა შერბაკოვმა (50 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღნიშნული შეჯიბრებაზე ჩემპიონ-პრიზიორები ათ წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ - 42, 46, 50, 54, 58, 63, 69, 76, 85, 100 კგ-ში. საქართველოს ნაკრებმა ჯამში 8 ოქროს მედალი მოიპოვა და პირველი ადგილი ირანელ და აზერბაიჯანელ მეტოქეებთან მხოლოდ 2 წონით კატეგორიაში დათმო.
ტურნირის გამარჯვებულები გიორგი შოთაძე (46 კგ), ოთარ აბულაძე (50 კგ), ლერი აბულაძე (54 კგ), ჯონი ხეცურიანი (58 კგ), დავით ბაკურაძე (63 კგ), ვაჟა გოთუა (69 კგ), ბადრი ჯანელიძე (76 კგ) და გიორგი შავაძე (85 კგ) გახდნენ.
ჩემპიონატის მიზანს საქართველოს რეგიონებში ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობის პოპულარიზაცია და ქვეყნის ნაკრები გუნდის შევსება წარმოადგენდა.
<< დაბრუნება | 2015-07-03 |