ლას-ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღეს მოჭიდავე ლაშა გობაძემ (80 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისავის ბრძოლაში გობაძემ ყირგიზი სამატ შირდაკოვი დაამარცხა (8-0). ქართველი სპორტსმენისთვის დაუძლეველი ბარიერი თურქი მსოფლიოს ჩემპიონი სელჯუკ ჩები აღმოჩნდა რომელთანაც ნახევარინალური დაპირისპირება დათმო (2-4), მანამდე კი ბერძენი ნიკოლას ვარკასი და სერბი პეტარ ბალოსი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ევროპის თამაშების გამარჯვებულ და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ რუს ევგენი სალეევს მოუგო.
მედლების აღება ვერ მოახერხეს მურად მიქელაძემ (59 კგ), გოგა აფრიამაშვილმა (71 კგ) და იაკოქ ქაჯაიამ (130 კგ), რომლებიც პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.
7 სექტემბერს ხალიჩაზე 66, 75 და 98 კილოგრამ წონის წარმომადგენლებმა იაპარეზეს: შმაგი ბოლქვაძესა (66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილს (75 კგ) ოლიმპიადის ლიცენზიების მოსაპოვებლად თითო გამარჯვება დააკლდათ. 98 კილოგრამში მიხეილ ქაჯაიამ (98 კგ) იჭიდავა, რომელმაც პირველ შეხვედრაში დანიელ გასტლის 5-4 სძლია, თუმცა მერვედფინალში უკრაინელ დიმიტრი ტიმჩენკოსთან დამარცხდა.
მსოფლიოს ჩემპიონატი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ლას-ვეგასი
7 სექტემბერი
66 კგ
1. ფრანკ შტებლერი (გერმანია)
2. ხამსი რიუ (კორეა)
3. ატრემ სურკოვი (რუსეთი)
3. დავოტ სტეფანეკი (სერბეთი)
5. ტარეკ ბენაისა (ალჟირი)
5. მიგრან არუთინიანი (სომხეთი)
75 კგ
1. რომან ვლასოვი (რუსეთი)
2. მარკ მადსენი (დანია)
3. დოსხან კარტიკოვი (ყაზახეთი)
3. ენდრიუ ბისეკი (აშშ)
5. საედ აბდვალი (ირანი)
5. ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)
98 კგ
1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2. გასემ რეზაი (ირანი)
3. ისლამ მაგომედოვი (რუსეთი)
3. დმიტრი ტიმჩენკო
5. ელის გური (ბულგარეთი)
5. ალინ ჩიურარიუ (რუმინეთი)
<< დაბრუნება | 2015-09-09 |