სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ორი მედალი ყაზახეთიდან

ორი მედალი ყაზახეთიდან

9-11 ოქტომბერს ყახაზეთის ქალაქ სემეიში გაიმართა ბოლატ ტურლუხანოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიდებს შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა რამაზ ზოიძემ (66 კგ) (მწ. ვაჟა კრავეიშვილი) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) (მწ. ვაჟა კრავეიშვილი) ბრინჯაოს მედლები აიღეს. 
 
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაში სამი მსოფლიოს ჩემპიონი მოჭიდავე იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყო გელა ბოლქვაძეც (75 კგ), რომელმაც ასევე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
 
ბოლატ ტურლუხანოვის ტურნირზე ირანის, სომხეთის, ბელარუსის, კორეის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ჩინეთის, ლატვიის, რუსეთის, უკრაინის, ყახაზეთს და საქართველოს გუნდებმა იასპარეზეს.
 
შეჯიბრება მხოლოდ ოლიმპიური წონით კატეგორიებში - 59, 66, 75, 85, 98 და 130 კგ-ებში ჩატარდა.
<< დაბრუნება 2015-10-12