სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
შაქრო ჩაკვეტაძე სმენადაქვეითებულთა შორის ევროპის ჩემპიონია!

შაქრო ჩაკვეტაძე სმენადაქვეითებულთა შორის ევროპის ჩემპიონია!

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი შაქრო ჩაკვეტაძე სმენადაქვეითებულთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა!

ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენს გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს!

10 ოქტომბრიდან ძიუდოს აკადემია სმენადაქვეითებულთა შორის ევროპის VI ჩემპიონატს მასპინძლობს ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დიდებში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში.

ტურნირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ევროპის ჩემპიონატის თანაორგანიზატორია თბილისის მერია.

კონტინენტის პირველობაში 14 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბელარუსი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ლიტვა, მოლდოვა, პორტუგალია, რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა) 237 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

15 ოქტომბერს გამარჯვებულები და პრიზიორები ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გამოვლინდნენ. ქართველ სპორტსმენთაგან 2 ოქროს მედალი 63 კილოგრამში ანრი ლორიამ (ჭაბუკები) და 66 კილოგრამში შაქრო ჩაკვეტაძემ ( ახალგაზრდები) მოიპოვეს, 1 ბრინჯაო კი გიორგი ჯანელიძემ (60 კგ. ჭაბუკები) აიღო.

წარმატებული სპორტსმენები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დააჯილდოვა, შეჯიბრებას მინისტრის მოდგილე შალვა გოგოლაძე, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ამ ეტაპისათვის, საქართველოს ნაკრების წევრებს ჯამში 3 ოქროს და 4 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული. ევროპის ჩემპიონატი 17 ოქტომბერს დასრულდება.

 

<< დაბრუნება 2015-10-19