სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურმა ცენტრმა ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა

ოლიმპიურმა ცენტრმა ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა

23-24 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, სადაც მონაწილეობა აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის გუნდებმაც მიიღეს.

აღნიშნულ ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს:

I ადგილი - რომან აფციაური (63 კგ), მირიან მაისურაძე (76 კგ), სიმონ ოსკანინაი (85 კგ);
II ადგილი - გიორგი აფხაზავა (42 კგ), ზალიკო ფსუტური (100 კგ).

ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებს აღნიშნულ წარმატებას!

 

<< დაბრუნება 2015-10-27