ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა 27-29 ნოემბერს ბაქოში გამართულ ოქროს გრან-პრიზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულეს: ელიზაბარ ოდიკაძემ (96 კგ) (მწ: დავით ლეჟავა) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ოთარ გოგავა (57 კგ) (მწ: ჯონი ლორია და თამაზ ბენდიანიშვილი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) პირველ შეხვედრაში იაპონელი იუჯი ფუკუი 2 წუთში სუფთად დაამარცხა 10:0, ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონ უკრაინელ პავლო ოლინიკს სძლია 2:1, ფინალში კი აზერბაიჯანელების ოლიმპიური ჩემპიონი შარიფ შარიფოვს მოუგო 4:2.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გრან-პრი მთლიანობაში 4 მედალი მოიპოვა დაასრულა: გამარჯვება მოიპოვა გენო პეტრიაშვილმაც (125), რომელსაც მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია - ნახევარფინალში ჯერ ყირგიზი აიალინ ლაზარევი არ გამოუცხადდა, ფინალში მასპინძელი ჯამალუდინ მაგომედოვი არ გამოვიდა, ამერიკელი დომ ბრედლი კი ქართველმა მოჭიდავემ 4:3 დაამარცხა.
მეოთხე მედალი საქართველოს სახელით სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) მოიპოვა, რომელიც მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
<< დაბრუნება | 2015-11-30 |