სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელების 16 მედალი

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელების 16 მედალი

10-12 იანვარს თბილისში ახალ სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში დიდებს შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ჯანმში 16 მედალი მოიპოვეს.
 
საქართველოს ჩემპიონატზე მედლების თექვსმეტი კომპლექტი გათამაშდა. სამდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაულში 66, 71 და 75 კგ-ში და თავისუფალში ჭიდაობის 65 და 70 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ, 11 იანვარს 3-3 წონაში - ბერძნულ-რომაულში 59, 80, 130 კგ-ში, ხოლო თავისუფალში 57, 86, 125 კგ-ში. საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით დღეს სამეულები ბერძნულ-რომაულში 85 და 98 კგ-ში, თავისუფალში კი 61, 74 და 97 კგ წონით კატეგორიებში შეივსო.
 
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ სპორტსმენებს შორის ჩემპიონის ტიტული შმაგი ბოლქვაძემ (66 კგ) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი) და ნიკოლოზ კელასოვმა (80 კგ) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი) მოიპოვეს, ვერცხლის მედალს მათე სოფაძე (85 კგ) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი) დაეუფლა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები გოგა აფრიამაშვილმა (71 კგ) (მწ: კობა კიკაძე), რამაზ სურმანიძემ (59 კგ) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი) და ლევან არაბულმა (130 კგ) (მწ: ვაჟა თინიკაშვილი) დაიკავეს.
 
თავისუფლებმაც ბერძენ-რომაელების მსგავსად ორი ოქროს მედალი აიღეს: ჩემპიონატის გამარჯვებულები ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) (მწ: დავით ლეჟავა) და იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) (მწ: თამაზ ბენდიანიშვილი) გახდნენ. კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავთანდილი კენჭაძე (74 კგ) (ოლიმპიური ცენტრი), ოთარ გოგავა (57 კგ) (მწ: ჯონი ლორია და თამაზ ბენდიანიშვილი) და გიორგი მეშვილდიშვილი (130 კგ) (ოლიმპიური ცენტრი) ავიდნენ, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი სანოძემ (71 კგ) (მწ: ჯონი ლორია და თამაზ ბენდიანიშვილი), ლევან ქელეხსაშვილმა (65 კგ) (ოლიმპიური ცენტრი), ზურაბ ურთაშვილმა (130 კგ) (ოლიმპიური ცენტრი), შოთა ფარტენაძემ (61 კგ) (ოლიმპიური ცენტრი) და ზურაბ ერბოწონაშვილმა (97 კგ) (ოლიმპიური ცენტრი) მოიპოვეს.
 
გამარჯვებული სპორტსმენები მოწვეულ სტუმრებთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა აკაკი ლოდიამ, შალვა გოგოლაძემ და ოლიმპიური ცენტრის დირექტორმა გიორგი ასათიანმა დააჯილდოვეს.
 
 
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
10-12 იანვარი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
59 კგ
1. რევაზ ლაშხი (სკ თბილისი)
2. ირაკლი შავაძე (აჭარა)
3. მურად მიქელაძე (აჭარა)
3. რამაზ სურმანიძე (აჭარა. ორც)
 
66 კგ
1. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
2. გიორგი დავითაია (სენაკი)
3. გიორგი კურტანიძე (გარდაბანი)
3. ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)
 
71 კგ
1. მინდია წულუკიძე (აჭარა)
2. გიორგი ჯავახია (თბილისი)
3. თორნიკე ჯანგავაძე (ქუთაისი)
3. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
 
75 კგ
1. გიორგი დათუნაშვილი (თბილისი)
2. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
3. ილია გულბათაშვილი (თბილისი)
3. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
 
80 კგ
1. ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა. ორც)
2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი)
 
85 კგ
1. რობერტ ქობლიაშვილი (გარდაბანი)
2. მათე სოფაძე (ბაღდათი. ორც)
3. ვლადიმერ გეგეშიძე (აჭარა)
3. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
 
98 კგ
1. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
2. ვასილ იმერლიშვილი (რუსთავი. სკ თბილისი)
3. ლევან ყურფარაშვილი (გარდაბანი)
3. მიხეილ ქაჯაია (წყალტუბო)
 
130 კგ
1. იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)
2. სანდრო დიხამინჯია (თბილისი)
3. შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)
3. ლევან არაბული (მცხეთა. ორც)
 
თავისუფალი ჭიდაობა
57 კგ
1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
2. ოთარ გოგავა (ხონი)
3. ლაშა ტალახაძე (ხაშური)
3. რამინ მუთიძე (აჭარა)
 
61 კგ
1 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
2 გიორგი რევაზიშვილი (მცხეთა)
3 ლაშა მომთაძე (ქუთაისი)
3 შოთა ფარტენაძე (აჭარა. ორც)
 
65 კგ
1. ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
2. კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
3. გიორგი ბრეგაძე (ქუთაისი)
3. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური)
 
70 კგ
1. დავით ტლაშაძე (გორი)
2. დიმიტრი ბასილაშვილი (ბოლნისი)
3. თორნიკე კვინიკაძე (ხაშური)
3. გიორგი სანოძე (ხონი. ორც)
 
74 კგ
1. იაკობ მაქარაშვილი (თბილისი)
2. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური. ორც)
3. ტარიელ გაფრინდაშვილი (თბილისი)
3. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო. ორც)
 
86 კგ
1. დავით მარსაგიშვილი (სტეფანწმინდა)
2. ირაკლი მწითური (თბილისი)
3. მარად ზოიძე (აჭარა)
3. ნოდარ ეგაძე (გორი)
 
97 კგ
1. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი. ორც)
2. მამუკა კორძაია (აჭარა)
3. ზვიად მეტრეველი (ონი)
3. ვაჟა ომარაშვილი (მცხეთა)
 
125 კგ
1. დავით მოძმანაშვილი (თბილისი)
2. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი. ორც)
3. ზურაბ ურტაშვილი (მცხეთა. ორც)
3. გენო პეტრიაშვილი (გორი)
<< დაბრუნება 2016-01-13