27-28 თებერვალს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვლადიმერ მაისურაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე 5 მედალი მოიპოვეს:
I ადგილი - ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) (მწ: ვ.თინიკაშვილი)
II ადგილი - რამაზ სილაგავა (50 კგ) (მწ: კ.კიკაძე)
II ადგილი - გიორგი შოთაძე (54 კგ) (ოლიმპიური ცენტრი)
III ადგილი - ბიძინა ინაშვილი (100 კგ) (მწ: კ.კიკაძე)
III ადგილი - ზაურ ტაბატაძე (100 კგ) (მწ: კ.კიკაძე)
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს აღნიშნულ წარმატებას!
<< დაბრუნება | 2016-02-29 |