სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

ქართველების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

 
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა, ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში პირველობა ადგილიც დაიკავეს.
 
ევროპის ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გახდნენ , ვერცხლის მედალს დავით ტლაშაძე (70 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი იაკობ მაქარაშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მოიპოვეს.
 
პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 59 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე რუსეთი 54 ქულით გავიდა, მესამეზე კი უკრაინა - 51 ქულით.
 
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი შეჯიბრებაზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა: ევროპის ჩემპიონის ტიტული ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) მოიპოვა, ვერცხლის მდალი რობერტ კობლიაშვილმა (85 კგ) აიღო, ხოლო ბრინჯაოს - ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) დაეუფლა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ქართველებმა 33 ქვეყანას შორის 35 ქულით მე-6 ადგილი დაიკავეს.

<< დაბრუნება 2016-03-14