სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ფრეინდენფელდსის თასი დასრულდა

ფრეინდენფელდსის თასი დასრულდა

26-27 მარტს ლატვიის დედაქალაქმა, UWW-ს ეგიდით, მორიგ საერთაშორისო ტურნირს - ფრეიდენფელდსის თასს უმასპინძლა.

აღნიშნულ შეჯიბრებაზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ოთხი მედალი მოიპოვეს:

I ადგილი - შმაგი თოდუა (66 კგ) და ზურა ურთაშვილი
II ადგილი - ნიკა კენჭაძე (75 კგ)
III ადგილი - მაგამედ საიდოვი (66 კგ)

საერთო ჯამში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები გიორგი ღონიაშვილი (50 კგ), რობერტ დინგაშვილი (55 კგ), გიორგი პასიკაშვილი (60 კგ), შმაგი თოდუა (66 კგ), საბა ჩიხრაძე (84 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (120 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები გიორგი ხაჩიძემ (50 კგ), ნიკა კენჭაძემ (74 კგ), გიორგი გიორგობიანმა (74 კგ), მეკი სიმონიამ (84 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანმა (120 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი - კახა ირემაძე (55 კგ), მაგომედ საიდოვი (66 კგ) და მარად ვანაძე (96 კგ) დაეუფლნენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე გერმანია, მესამეზე კი საფრანგეთი გავიდა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 7 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გამარჯვებულები ნუგზარ წურწუმია (50 კგ), დავით ჩხარტიშვილი (60 კგ), გიორგი კურტანიძე (66 კგ), თემურ ჭკუასელიძე (74 კგ), გურამ ხეცურიანი (84 კგ), გიორგი მელია (96 კგ) და მარად ვანაძე (120 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს კი ლევან ქავჟარაძე (66 კგ) დაეუფლა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, თავისუფლების მსგავსად, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

 

<< დაბრუნება 2016-03-29