სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ახალგაზრდა თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ანკარიდან

ახალგაზრდა თავისუფლების 5 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ანკარიდან

20-22 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ საეთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირზე "ჩემპიონები" საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირის ჩემპიონები ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ნიკა კენჭაძე (74 კგ) და გივი მაჭარაშვილი (96 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა (55 კგ) და გიორგი სულავამ (66 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს - კი ივერიკო ჯულაყიძე (66 კგ) დაეუფლა.

ნიკა კენჭაძემ (74 კგ) ფინალში თურქი მუჰამე ალი გონგური დაამარცხა, ხოლო გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) ფინალურ შეხვედრაში თურქ ერენ დურსუნ თურანს 2:14 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 10-0 სძლია.

 

<< დაბრუნება 2016-05-23