სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ჭაბუკების 15 მედალი იზმირის საერთაშორისო ტურნირიდან

ჭაბუკების 15 მედალი იზმირის საერთაშორისო ტურნირიდან

27-29 მაისს თურქეთის ქალაქ იზმირში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ჭაბუკთა შორის საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ტურნირის გამარჯვებულები ირაკლი ძიმისტარაშვილი (54 კგ), ლერი აბულაძე (58 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (85 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ლევან გოგუამ (69 კგ) და ზაზა სილაგაძემ (100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი გიორგი შოთაძე (54 კგ), ბექა გურული (69 კგ), ოთარი აბულაძე (58 კგ) და ბექა ბეშიძე (63 კგ) დაეუფლნენ.

თავისუფალთაგან ჩემპიონის ტიტული გიორგი გეგელაშვილმა (42 კგ) მოიპოვა, რომელმაც ფინალში ყაზახი შიხაირ შაბონოვი 3-2 დაამარცხა, ვერცხლის მედალი მიხეილ ბოჭორიძემ (76 კგ) დაისაკუთრა, ბრინჯაო - გიორგი ბრეგვაძემ (76 კგ), რამაზ თურმანიძემ (54 კგ) და ლაშა ბაირამოვმა (85 კგ), გუნდურ ჩათვლაში კი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მესამე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრებაზე, რომელშიც მონაწილეობა 15 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენმა მიიღო, საქართველოს ნაკრებებმა ჯამში 15 მედალი მოიპოვა.

 

<< დაბრუნება 2016-05-31