11-12 ივნისს ჩატარდა ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, რომელშიც მონაწილეობას 250-ზე მეტი ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი და რუსი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა აღნიშნულ ტურნირზე სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მაგამედ მაგამედოვი (35 კგ)
ვლადიმერ კაკიაშვილი (63 კგ)
შეჯიბრების მიზანს ნიჭიერი და პერსპექტიული მოჭიდავეების აღმოჩენა, ასევე საქართველოში სპორტის პოპულარიზაცია და სპორტსმენებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ წელს მესამედ ტარდება და მასში ყოველწლიურად 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.