სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავეებმა ბათუმში ორი ოქრო მოიპოვეს

მოჭიდავეებმა ბათუმში ორი ოქრო მოიპოვეს

14-15 ივნისს ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონის დავით ბედინაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის.
 
შეჯიბრებაში საქართველოს, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის საჭიდაო კლუბების 200-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
 
აღნიშნულ ტურნირზე ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ კობა კიკაძის აღზრდილმა სპორტსმენებმა გიორგი შოთაძემ (54 კგ) და ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) პირველი ადგილები დაიკავეს, ხოლო რამაზ სილაგავამ (54 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
შედეგები:
38 კგ
1. აჩიკო ბოლქვაძე (აჭარა)
2. ნუგზარი ბედინაძე (აჭარა)
3. მიხელ აბაშიძე (აჭარა) და დავიდ არაკელიანი (სომხეთი)
 
42 კგ
1. ნიკა ბროლაძე (აჭარა)
2. გიორგი ტოხაძე (ოზურგეთი)
3. ელჩინ გულუზადე (აზერბაიჯანი) და ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი)
 
46 კგ
1. ლუკა უჩიკავა (სენაკი)
2. ასგარ ალიზადა (აზერბაიჯანი)
3. არაზ შუქურზადე (აზერბაიჯანი) და აშოტ მხითარიანი (სომხეთი)
 
50 კგ
1. ხვიჩა ანანიძე (აჭარა) 2. დავით ფუტკარაძე (აჭარა) 3. აკაკი ოსიაშვილი (გარდაბანი) და ალი ქერიმოვი (აზერბაიჯანი)
 
54 კგ
1. გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი)
2. ფარიდ ქაფაროვი (აზერბაიჯანი)
3. არტურ აირაპეტიანი (სომხეთი) და რამაზ სილაგავა (ორზ)
 
58 კგ
1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. ირაკლის ძიმისტარაშვილი (ოზურგეთი)
3. გოგა პერტახია (ხობი) და ჰასან მამადლი (აზერბაიჯანი)
 
63 კგ
1. ქერიმ მაჩალიკაშვილი (ახმეტა)
2. ბექა ბეშიძე (გარდაბანი)
3. დავით სოლოღაშვილი (გარდაბანი) და ნიკა ყორშია (ხობი)
 
69 კგ
1. ბექა გურული (რუსთავი)
2. სარგის ტადევოსიანი (სომხეთი)
3. თემურ გოგოხია (ხობი) და გიორგი პავლიაშვილი (რუსეთი)
 
76 კგ
1. ლუკა ზაქარიაძე (ოზურგეთი)
2. გიორგი ციფურაშვილი (გარდაბანი)
3. უჩა ტურაბელიძე (ქუთაისი) და ლუკა ტატურაშვილი (ოზურგეთი)
 
85 კგ
1. გიორგი ქაცანაშვილი (სართიჭალა)
2. ლუკა ხუციშვილი (გარდაბანი)
3. ალეკო მამრიკიშვილი (ქუთაისი) და მუჰამად ალხასლი (აზერბაიჯანი)
 
100 კგ
1. ჰოვანეს მაღაკიანი (სომხეთი)
2. საბა ცეცხლაძე (ოზურგეთი)
3. კადირ ჰუტი (თურქეთი) და უგურ ჰაჯილი (აზერბაიჯანი)

<< დაბრუნება 2016-06-20