სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველი მოჭიდავეების 12 მედალი ხარკოვიდან

ქართველი მოჭიდავეების 12 მედალი ხარკოვიდან


19-20 იანვარს ხარკოვში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის, რომელშიც საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 12 მედალი მოიპოვა.
 
ტურნირის ჩემპიონები კი, ოთხ წონით კატეგორიაში გიორგი ჭოლაძე (42 კგ), თორნიკე ქათამაძე (58 კგ), გიორგი ელბაქიძე (63 კგ) და ოლიმპიური ცნეტრის აღსაზრდელი ელგუჯა ბალანჩივაძე (100 კგ) გახდნენ.
 
ვერცხლის მედლებს გიორგი გეგელაშვილი (46 კგ), ბაჩუკი ქვლივიძე (50 კგ), ბაგრატი გაგნიძე (69 კგ) და აკაკი გოგსაძე (76 კგ) დაეუფლნენ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილები ლუკა ქარჩხაძემ (50 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (54 კგ), ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა ლუკა მარიამიძემ (63 კგ) და გივი გოგობერიშვილმა (85) დაიკავეს.
 
ხარკოვში გამართულ ტურნირზე, საქართველოს გარდა, მონაწილეობა უკრაინის, გერმანიის, მოლდოვის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებმაც მიიღეს.

 

<< დაბრუნება 2017-01-23