სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი შოთაძე ევროპის ჩემპიონია!

გიორგი შოთაძე ევროპის ჩემპიონია!

 ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპირველობაზე (3-5 ივნისი) ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გიორგი შოთაძემ (67 კგ) აშკარა უპირატესობით 9-0 მოუგო სომეხ მელიქიანს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მესამედ, ამჯერად ახალგაზრდებში მოიპოვა.

2016, 2017 წლებში შოთაძე ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში გახდა.

6 მედალი – ჩვენმა ნაკრებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა შეჯიბრი და საერთო გუნდურ ჩათვლაში 151 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

აღნიშნულ ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი ოლიმპიური ცენტრის კიდევ ერთმა წარმატებულმა სპორტსმენმა ნიკა შერბაკოვმა (77კგ) დაიკავა.

ცენტრის ულოცავს სპორტსმენებს მოპოვებულ ტიტულებს!

 

<< დაბრუნება 2019-06-06