საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა .
8-9 ივნისს ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში გამართულ ევროპირველობაზე მირიან მაისურაძემ (86 კგ) ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ვასილ ხვისტანმა (125 კგ) და გოგა მამიაურმა (74 კგ) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ გოგა მამიაური ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენია. მან ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს დიმიტრი კუპრინთან წაგებით (2:9). ამ შეხვედრამდე მამიაურმა სომეხი ჰრაირ ალიხანიანი (12:9) და უკრაინელი იევჰენი დუბოვი (13:3) დაამრცხა, ხოლო ფინალში კი აზერბაიჯანელ ნასიბ ისაევს აჯობა (10:0).
ვულოცავთ სპორტსმენს მოპოვებულ ტიტულს და ვუსურვებთ წარმატებებს!
<< დაბრუნება | 2019-06-09 |