სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი ჩიხრაძე  მსოფლიო პირველობის პრიზიორია!

გიორგი ჩიხრაძე მსოფლიო პირველობის პრიზიორია!

29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ბულგარეთის დედაქალაქი სოფია მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობას მასპინძლობდა. პირველები ასპარეზობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ.

ჩემპიონობისთვის ოლიმპიური ცენტრის შემდეგი სპორტსმენები იბრძოლებენ.

თავისუფალი ჭიდაობა:

45 კგ - მაგამედ მაგამედოვი
51 კგ - ლუკა ღვინჯილია
110 კგ - გიორგი ჩიხრაძე

მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ვერცხლის მფლობელი გახდა მძიმეწონოსანი გიორგი ჩიხრაძე (110კგ).
ქართველმა ფალავანმა საფინალო გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა, მოლდაველ მარიუს უიაის 10-0 და თურქ მისირჩის 4-2 მოუგო, ნახევარფინალში კი სომხეთის წარმომადგენელი სარგსიანი 9-2 დაამარცხა, ფინალში ჩიხრაძე რუსეთის ნაკრების წევრ არსამაგ ზასეევთან დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

მწვრთნელი: თამაზ ბენდიანაშვილი

 

<< დაბრუნება 2019-08-02