18-19 იანვარს ანრი დეგლანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, რომელსაც ნიცა მასპინძლობდა, ოლიმპიური ცენტრის სამმა მოჭიდავემ წარმატებით დაასრულა ასპარეზობა და შემდეგ საპრიზო ადგილებს დაეუფლნენ:
ქერიმ მაჩალიკაშვილი (63კგ), მან ვერ შეძლო ფინალური შეხვედრის გამართვა და ავტომატურად ვერცხლის მედალს დაეუფლა.
გიორგი შოთაძე (67კგ), ასევე ვერცხლის მფლობელი გახდა.
ქართული ბრინჯაოს ფინალი ირაკლი ძიმისთარიშვილის მედლის მოპოვებით დასრულდა.
ცენტრი ულოცავს და წარმატებებს უსურვებლს ფალავნებს !
<< დაბრუნება | 2020-01-20 |