6-8 თებერვალს, მინსკში ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ასპარეზობა, მათ შორის 3 მედალი ოლიმპიური ცენტრის ანგარიშზეა.
ტურნირის ჩემპიონი ნიკოლოზ სანთელაძე (51 კგ) გახდა.
მეორე საპრიზო ადგილი თორნიკე სამხარაძემ (80 კგ) დაიკავა, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლევან ბაზაძე (92 კგ) გახდა.
შეჯიბრებაში მონაწილეობა ბელარუსიის, ლატვიის, ყაზახეთის, რუსეთის, ლიეტუვას, ესტონეთის, უკრაინის და საქართველოს ნაკრებებმა მიიღეს.
მწვრთნელები: კახა დობორჯგინიძე, თამაზ ბენდიანაშვილი, ჯონი ლორია.
<< დაბრუნება | 2020-02-10 |