26-28 თებერვალს, კიევის რიგით XXIV ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ საფინალო დღეს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ შორის ოლიმპიური ცენტრის ფალავანი რამაზ სილაგავა (55 კგ) გახდა ბრინჯაოს მფლობელი, რომელმაც ყირგიზ აბდულაევს 5-2 სძლია.
<< დაბრუნება | 2021-02-28 |