ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე 15-წლამდე უმცროს ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრებმა 5 წონით კატეგორიაში მოიპოვეს გამარჯვება. მათ შორის ოლიმპიური ცენტრის წარმატებული სპორტსმენი ალექსანდრე რუსიტაშვილი (68 კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.