14 -20ივნისს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში სტარტი აიღო თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატმა. თავისუფალი სტილით ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდა ოლიმპიური ცენტრის მოჭიდავე თორნიკე სამხარაძე (80კგ), რომელმაც ფინალში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
მწვრთნელი: თამაზ ბედიანიშვილი
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შეჯიბრის საფინალო დღეს თავი ისახელა, ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა თამაზ ღლონტმა (51 კგ) და ასევე, ვერცხლის პრიზიორი გახდა.