ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
18-19 თებერვალს, ბულგარეთის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე ქართველმა მოჭიდავეებმა 13 მედალი მოიპოვეს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე კი 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.
აღსანიშნავია, რომ ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ცენტრის მოჭიდავე ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) ვერცხლის მფლობელი გახდა.
მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე .