საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 8 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ათი წონითი კატეგორიიდან შვიდში, ფინალში ქართველები ასპარეზობნენ.
ჩემპიონატი წარმატებული აღმოჩნდა ცენტრის კიდევ ერთი ფალავნისათვის, ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ) ვერცხლის მფლობელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ სოსო ჯაბიძის ხელმძღვანელობით ოლიპიური ცენტრის სპორტსმენებმა ოქროსა და ვერცხლის მედლების მოპოვება შესძლეს.
მედლების საერთო მონაგარი კი ასეთია: 4 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.