
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, 10 წონითი კატეგორიიდან 7-ში მედალი მოიპოვა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა. მათ შორის, ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენმა, რამაზ თურმანიძემ (61 კგ) ჩემპიონატზე ბულგარელ მეტოქეს სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.