სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
 საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (U17)

საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (U17)

5 აპრილს, ქალაქ ხაშურის სპორტკომპლექსში დასრულდა საქართველოს პირველობა 17-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა რამინ გულიტაშვილმა (110კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თეიმურაზ ქოჩქიანი (80კგ) ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
მწვრთნელები: თამაზ ბენდიანიშვილი, ჯონი ლორია

 

<< დაბრუნება 2022-04-06