სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
8 მედალი საქართველოს პირველობიდან ცენტრის სპორტსმენთა ანგარიშზეა

8 მედალი საქართველოს პირველობიდან ცენტრის სპორტსმენთა ანგარიშზეა

12-16 აპრილს ქალაქ გურჯაანის სპორტ კომპლექსი საქართველოს პირველობას მასპინძლობდა ჭიდაობაში. მასში 20 წლამდე ასაკის 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.
????ჩემპიონატის გახსნა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ხვდათ წილად, სადაც ოლიმპიური ცენტრის ფალავნებმა სხვადასხვა სინჯის მედლების მოპოვება შეძლეს.
ჩემპიონები გახდნენ:
????ლუკა ღვინჯილია (57კგ)
????ლუკა ჩხიტუნიძე (74კგ)
ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ:
????ლუკა გუგეშაშვილი (65კგ)
????ბესიკ სეფაშვილი (70კგ)
????თორნიკე სამხარაძე (86კგ)
????ლევან ბაზაძე (92კგ)
????გიორგი ჩიხრაძე (125კგ)
✔️მწვრთნელები : თამაზ ბედიანიშვილი, ჯონი ლორია
 
????15-16 აპრილს, ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ, სადაც 55 კგ. წონით კატეგორიაში თამაზ ღლონტი ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.
 
✔️აღნიშნულ პირველობაზე ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენთა ანგარიშზე 8 მედალია.
თავისუფლების 2 ოქრო და 5 ვერცხლი, ხოლო ბერძნულ-რომაულ სტილში 1 ვერცხლი.

 

<< დაბრუნება 2022-04-16