სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.

13-15 ნოემბერს გორში, დამსახურებული მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი, მემორიალური ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრებები თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტურნირზე 100-ზე მეტი მონაწილე გამარჯვებისთვის იბრძოდა, სადაც
????57კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ლუკა ღვინჯილია დაეუფლა.
მწვრთნელი : ჯონი ლორია
????125 კგ. წონით კატეგორიაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული ნიკოლოზ ბარამიძეს ხვდა წილად.
მწვრთნელი: თამაზ ბენდიანიშვილი, მამუკა ბარამიძე
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ ფულადი პრიზები, თასები, მედლები, სიგელები.
საქართველოს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონების აღმზრდელს, ნუგზარ სხირელს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს 76 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფაც გაიხსნა.

 

<< დაბრუნება 2022-11-15