დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა.
საქართველოს ჩემპიონის ტიტულს ავთანდილ კენჭაძე (74კგ) და მირიან მაისურაძე (92კგ) დაეუფლნენ.
ვიცე-ჩემპიონი 86კგ. წონით კატეგორიაში ზაურ ბერაძე გახდა, ხოლო ბრინჯაო ლუკა ღვინჯილიამ (57კგ) და რამაზ თურმანიძემ (61კგ) მოიპოვეს.