მოჭიდავეების 8 მედალი ბორჯომის რესპუბლიკური ტურნირიდან
20-22 ივნისს, ბორჯომში ევროპის 2011 წლის ჩემპიონისა და 2013 წლის ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორის რევაზ ლაშხის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა, ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში მოსწავლეთა შორის (2007-2008, 2009-2010 წწ).
ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენებმა ჯამში 8 მედლის მოპოვება შეძლეს.
ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ:
სარაული გიორგი (65კგ)
აფციაური დავითი (+80კგ)
მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს:
გვიდიანი გიორგი (48კგ)
ჩხაიძე ლუკა (52კგ)
ფანჩვიძე ნიკა (68კგ)
ლეჟავა მიხეილი (72კგ)
ხოლუაშვილი ლექსო (80კგ)
სამადაშვილი მიშო (+80კგ)
მწვრთნელები: კობა კიკაძე, ლაშა მარიამიძე