სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
 მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში დასრულდა მსოფლიოს 1981 წლის ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ჭაბუკთა შორის.
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის და ოლიმპიური ცენტრის ეგიდოთ გამართულ ტურნირზე 220-მდე ახალგარზდა მოჭიდავე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ სომხეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლები.
საპრიზო სამეულები ათ წონით კატეგორიაში შეივსო, ხოლო 51კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი ოლიმპიური ცენტრის მოჭიდავე საბა გულაღაშვილი გახდა.
მწვრთნელი: კობა კიკაძე, ლაშა მარიამიძე

 

<< დაბრუნება 2023-12-05