ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, ტალინის საერთაშორისო ტურნირზე 8 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 4 მედალი ოლიმპიური ცენტრის მოჭიდავეების ანგარიშზეა.
რამაზ სილაგავა (60 კგ) და გიორგი შოთაძე (67 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ქერიმ მაჩალიკაშვილი (63 კგ) და ნიკა ყორშია (72 კგ) - ბრინჯაოებს.