სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ბაჩანა ხორავა საუკეთესო სიგრძეზე მხტომელ მამაკაცთა შორის მოხვდა

ბაჩანა ხორავა საუკეთესო სიგრძეზე მხტომელ მამაკაცთა შორის მოხვდა

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელი ბაჩანა ხორავა ევროპის საუკეთესო სიგრძეზე მხტომელი მამაკაცების 2015 წლის განახლებული ტოპ ლისტის ათეულში მოხვდა, ხოლო მსოფლიოს მონაცემებით ის მეცამეტე ადგილს იკავებს.

ბაჩანა ხორავამ აღნიშნული რეკორდი - 7.94 მ. სიგრძეზე ხტომა (საქართველოს ზამთრის რეკორდი) - 2015 წლის 7-8 თებერვალს მძლეოსნობის სასახლეში გამართულ მძლეოსნობის ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატზე დააფიქსირა.

მძლეოსნების ჩემპიონატზე კიდევ ორი რეკორდი დაფიქსირდა: ნინო წიქვაძე - 50 მ. უროს ტყორცნა (საქართველოს რეკორდი) და დიანა ზოლოტუხინა - 3.10 მ ჭოკით ხტომა (საქართველოს რეკორდი).
 

http://www.iaaf.org/records/toplists/jumps/long-jump/indoor/men/senior/2015

http://www.europeanathleticsstatistics.org/db/xml/euroranking.php?Season=2015&Indoor=1&Gender=m&Event=330&List=senior

 

<< დაბრუნება 2015-02-26