28-29 მარტს სტამბულში გამართულ იაშარ დოგუს მემორიალზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
აღნიშნულ ტურნირზე ვერცხლი მედალს დავით მარსაგიშვილი (97 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ოთარ გოგავამ (57 კგ) დაისაკუთრა.
დავით მარსაგიშვილმა (97 კგ) შეხვედრა 2014 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ აბდუსალამ გადისოვთან დათმო. მანამდე ქართველმა ფალავანმა თურქ მეტოქეებთან სამი შეხვედრა მოიგო. პირველ შეხვედრაში კი ზვიად მეტრეველი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების შემდგენლობა:
57 კგ - ოთარ გოგავა
61 კგ - გიორგი ბალიაშვილი, შოთა ფარტენაძე
65 კგ - კახა ელბაქიძე
70 კგ - თორნიკე როსტიაშვილი, ვალერი ბაგაევი, ლაშა გიგაშვილი
74 კგ - ირაკლი გოგობერიშვილი, მარად ზოიძე
97 კგ - თედო ებანოიძე, ბექა ჭელიძე, ზვიად მეტრეველი, მამუკა კორძაია, დავით მარსაგიშვილი
120 კგ - თორნიკე ხიდაშელი
<< დაბრუნება | 2015-03-30 |