28-29 მარტს ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ფრეიდენფელდსის სახელობის ტურნირი ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
50 კგ - ნუგზარ წურწუმია
55 კგ - გიორგი მელია, ირაკლი შავაძე
60 კგ - ლევან ქავჟარაძე
66 კგ - კგრამაზ ზოიძე, გიორგი ჩხარტიშვილი
74 კგ - გიორგი კურტანიძე
96 კგ - ნიკოლოზ კახელაშვილი
120 კგ - ბექა კანდელაკი, ზვიად პატარიძე
ტურნირის პირველ დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა ხუთი მედალი მოიპოვეს - ჩემპიონები გიორგი კურტანიძე (60 კგ), გელა ბოლქვაძე (74 კგ) და ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ლევან ქავჟარაძემ (60 კგ) და გურამ ხეცურიანმა (74 კგ) აიღეს.
მეორე დღეს ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები სამ ოქროსა და სამ ბრინჯაოს დაეუფლნენ - გამარჯვება რამაზ ზოიძემ (66 კგ), გიორგი მელიამ (84 კგ ) და ბექა კანდელაკმა (120 კგ) მოიპოვეს. ირაკლი შავაძემ (55 კგ), გიორგი კურტანიძემ (66 კგ) და ზვიად პატარიძემ (120 კგ) მეორე ადგილები დაიკავეს.
ამავე ტურნირზე თავისუფლებმაც იასპარეზეს, რომლებმაც ცხრა მედალი დაისაკუთრეს და გუნდური პირველი ადგილიც დაიკავეს. ჩემპიონები გიორგი ლეჟავა (55 კგ), შმაგი თოდუა (60 კგ), ავთანდილ კენჭაძე (66 კგ) და ტარზან მაისურაძე (84 კგ) გახდნენ. მეორე ადგილი ედემი ბოლქვაძემ (55 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) დაიკავეს, რობერტ დინგაშვილმა (55 კგ), გიორგი სულავამ (60 კგ), მეკი სიმონიამ (84 კგ) და ლაშა ჯელაძემ (120 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.
<< დაბრუნება | 2015-03-30 |