2-3 მაისს ბათუმში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონის მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირი ბერძნულ–რომაულ სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა ბექა კანდელაკმა (120 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღნიშნულ შეჯიბრებაში მონაწილეობა რვა ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო.
გუნდურ ჩათვლაში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე სომხეთის გუნდი გავიდა, მესამეზე კი - აზერბაჯანის.
<< დაბრუნება | 2015-05-05 |