სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ქართველმა ძიუდოისტებმა საბერძნეთში გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

ქართველმა ძიუდოისტებმა საბერძნეთში გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

23-24 მაისს საბერძნეთში ილიუპოლის დახურულ სპორტულ დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, რომელშიც მონაწილეობა 14 ქვეყნის წარმომადგენლება მიიღეს.

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა, რომლებიც დამსახუირებულმა მწვრთნელებმა გოჩა ბერაძემ და ვაჟა ბალხამიშვილმა მოამზადეს, აღნიშნულ ტურნირზე ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს, საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს და გუნდებს შორის შეჯიბრებაშიც გაიმარჯვეს.

ოქროს მედლები ბაქარ ჯანხოთელმა (60 კგ), ირაკლი გაბადაძემ (81 კგ), ვალერი ოგბაიძემ (90 კგ) და ნიკა მელიქიშვილმა (81 კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედლის მფლობელები ზურა სივსიძე (66 კგ), ზვიად თევდორაშვილი (73 კგ) და ფარნა ფარჯიანი (36 კგ) გახდნენ, ხოლო გიორგი ცისკაძე მესამე ადგილს დასჯერდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრებაზე პირველ შეხვედრაში ჩეხები დაამარცხეს (4:0), შემდეგ ბერძნებს მოუგეს (5:0), ხოლო ფინალში კვიპროსის გუნდს აჯობეს (3:2).

 

<< დაბრუნება 2015-05-27