6-7 ივნისს საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის თასზე იასპარეზა, რომელიც პოლონეთის ქალაქ ბიალსკო-ბიალაში გაიმართა.
აღნიშნულ შეჯიბრებაზე ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა სამი მედალი მოიპოვეს: ვანო ხუბაშვილი (55 კგ) და ლაშა დუდაშვილი (73 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ბაგრატ ნინაშვილი (66 კგ) მესამე ადგილს დასჯერდა.
ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები გიორგი ნიაზაშვილი (50 კგ), გოგა ქევხიშვილი (81 კგ) და ონისე სანებლიძე (90 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედლები ასევე ზურაბ კახნიაშვილმა (50 კგ) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ) დაისაკუთრეს, ხოლო ბრინჯაო - ვაჟა ბუბუნაურმა (50 კგ), თემურ ნოზაძემ (55 კგ), თენგიზ ჩიტაურმა (60 კგ), და ზაურ კენჭაძემ (90 კგ).
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს და 8 ფინალიდან 6-ში ქართველი ძიუდოისტი გამოდიოდა.
პოლონეთში გამართულ ევროპის თასზე 26 ქვეყნის წარმომადგენლებმა იასპარეზეს. ამ ასაკის ძიუდოისტებს ივლისში თბილისში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ ასპარეზობა და ძიუდოისტები ქართული დელეგაციისთვის მედლების მოპოვების მთავარ კანდიდატებად მიიჩნევიან.
<< დაბრუნება | 2015-06-08 |