23-28 ივნისს თურქეთშში იმართება ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრებები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები - რობერტ დინგაშვილი (50 კგ), გიორგი ლეჟავა (55 კგ), გიორგი სულავა (60 კგ), ავთანდილ კენჭაძე (66 კგ), ტარზან მაისურაძე (74 კგ), გიორგი ჩხარტიშვილი (84 კგ), გივი მაჭარაშვილი (96 კგ) და ლაშა ჯელაძე (120 კგ).
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები - ნუგზარ წურწუმია (50 კგ), ირაკლი შავაძე (55 კგ), ლევან ქავჟარაძე (60 კგ), რამაზ ზოიძე (66 კგ), გელა ბოლქვაძე (74 კგ), გიორგი მელია (84 კგ), ნიკოლოზ კახელაშვილი (96 კგ) და ზვიად პატარიძე (120 კგ).
თავისუფალებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. მესამე ადგილებზე რობერტ დინგაშვილი (50 კგ), ტარზან მაისურაძე (74 კგ), ავთანდილ კენჭაძე (66 კგ) და გიორგი ჩხარტიშვილი (84 კგ) გავიდნენ. გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა 39 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩემპიონატში 27 ივნისიდან ჩაერთვებიან.
<< დაბრუნება | 2015-06-26 |