სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ნიკო ჭიკაიძემ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ნიკო ჭიკაიძემ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

17-18 ოქტომბერს გორში მსოფლიოს ჩემპიონის, ევროპის ორგზის ჩემპიონის ძიუდოში, სპორტის დამსახურებული ოსტატის კობა კურტანიძის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრება ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის, 50, 55, 60, 66, 73, 81, 90 და +90 კილოგრამ წონით კატეგორიებში ჩატარდა.

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა სამი მედალი მოიპოვეს: ნიკო ჭიკაიძე (66 კგ) ჩემპიონი გახდა, ვახო მეტივიშვილი (60 კგ) (მწ: დათო შეშაბერიძე) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ირაკლი გადაბაძე (81 კგ) (მწ: გოჩა ბერაძე) - ბრინჯაოს.

ტურნირის მიზანს ძიუდოს განვითარება და ახალგაზრდა სპორტსმენებში ოსტატობის ამაღლება წარმოადგენდა.

 

<< დაბრუნება 2015-10-19